F ჯგუფი: ვაკო ყაზაიშვილის დებიუტი და განადგურებული "ლეგია" [VIDEO]

AutoSharing Option
მადრიდის "რეალმა" მძიმე პირველი ტაიმი ჩაატარა, მეორე ნახევარი კი უფრო ცუდად დაიწყო - სერხიო რამოსისა და ლუკა მოდრიჩის უყურადღებო თამაშს მოჰყვა ის, რომ ბრაიან რუისმა და ბრუნო სეზარმა ბურთი გაათამაშეს და ამ უკანასკნელმა შორეულ დაბალ კუთხეში შეაცურა.

"ლომებმა" 89-ე წუთამდე გაძლეს, აი მერე კი... კრიშტიანო რონალდომ მშობლიურ კლუბს ლამაზი ჯარიმა გაუტანა და გოლი არ აღნიშნა. მიუხედავად იმისა, რომ რონალდოს დარტყმა კარგი იყო, რუი პატრისიოს თავისი გუნდის გადარჩენა შეეძლო, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. ალვარო მორატა, ბოლოს, მე-5 დამატებულ წუთზე ხამეს როდრიგესის
ჩაწოდებუსლ გაუმკლავდა, მცველებს დაასწრო და მძლავრი თავურით "სამეფო გუნდს" მოაგებინა.

ჟორჟე ჟესუსის სულ უარაფროდ დარჩენილი "სპორტინგი" ცოდო კი გახლდათ, ლისაბონელებმა ცუდად არ ითამაშეს, მაგრამ... ეს რეალობაა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
"ლეგია"-"დორტმუნდზე" აბა რა უნდა ვთქვათ ან, რა და როგორ აღვწეროთ... ბორუსიელებმა ვარშაველები გააცამტვერეს. ვაკო ყაზაიშვილი ძირითადში იყო, და 66 წუთი დაჰყო მინდორზე.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რეალი-სპორტინგი 2:1
გოლები: 0:1 ბრუნო სეზარი (48), 1:1 რონალდო (89), 2:1 მორატა (90+5)
რეალი (4-3-3): კასილია - კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი (77. ხ. როდრიგესი) - ბეილი (67. ვასკესი), რონალდო, ბენზემა (68. მორატა)
სპორტინგი (4-4-2): პატრისიო - პერეირა, სემედო, კოატესი, ზეეგელაარი - სილვა (73. ელიაში), კარვალიო, ბრუნო სეზარი, ჟელსონ მარტინსი (70. ლ. მარკოვიჩი) - ბ. რუისი (90+2. კემპბელი), დოსტი
გაფრთხილება: კროოსი - სილვა, კარვალიო, ზეეგელაარი
კუთხური: 5-2; ჯარიმა: 9-14; თამაშგარე: 8-0; კარში დარტყმა: 14-9 (5-4); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 72 179

ლეგია-დორტმუნდი 0:6
გოლები: 0:1 გიოტცე (7), 0:2 სოკრატისი (15), 0:3 ბარტრა (170, 0:4 რ. გერეირო (51), 0:5 კასტრო (76), 0:6 ობამეიანგი (87)
ლეგია (4-3-3): მალარჟი - ბერეშინსკი, დაბროვსკი, ჩერვინსკი, გილერმე - იოდლოვიცი, ოჯიჯა-ოფოე, მულენი (76. რადოვიჩი) - ლანჟილი, ყაზაიშვილი (66. ალექსანდროვი), პრიიოვიჩი (63. ნიკოლიჩი)
დორტმუნდი (4-1-4-1): ბურკი - პიშჩეკი, სოკრატისი, ბარტრა, შმელცერი - ვაიგლი (79. გინტერი) - პულიშიჩი, რ. გერეირო, გიოტცე (75. კასტრო), ო. დემბელე (75. მორი) - ობამეიანგი
გაფრთხილება: მალარჟი, გილერმე, ბერეშინსკი - გიოტცე
კუთხური: 8-7; ჯარიმა: 12-9; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 7-30 (2-15); ბურთის ფლობა: 35%-65%.
მაყურებელი: 27 304

მომდევნო ტური
27 სექტემბერი:
დორტმუნდი-რეალი, სპორტინგი-ლეგია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ლეგია სუსტი გუნდია ლეგიამ რა გუნდებიც დაამარცხა საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი დინამოც დაამარცხებდა აუცილებლად
kika
13:27 15-09-2016
0
ვოვა საიდან ფლობ ასეთ სერიოზულ ინფორმაციას?
vovas
13:00 15-09-2016
0

სიახლეები პოპულარული